კომპანიამ Hyundai ლას-ვეგასის ავტოგამოფენაზე უჩვეულო კონცეპტი Elevate წარადგინა. ავტომობილი საავარიო-სამაშველოა და როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, მისი გამოყენება ბუნებრივი კატასტროფების ადგილებშია შესაძლებელი.

როგორც მწარმოებელი იუწყება, სიახლეს ისეთ ადგილებშიც კი შეუძლია გადაადგილება, სადაც ყველაზე ძლიერი ყველგანმავლებიც კი უძლურები არიან.

მიწისძვირს დროს, ასეთ ავტომობილს მაშველების ეპიცენტრში მიყვანა შეეძლება. ასევე ის შეძლებს რომ მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი ადამიანები სამშვიდობოს გაიყვანოს. ხოლო, ის ფაქტი რომ სიახლე რობოტიზირებულია და ავტოპილოტით იმართება მას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.

 

მსგავსი თემები