იაპონურმა ატელიე EVE.RYN-მა როდსტერი BMW i8-ის თავისი ვერსია წარმოადგინა. მოდელმა ძალიან აგრესიული ექსტერიერი, გაფართოებული საბურავები და სრულიად ახალი რადიატორის ბადე მიიღო.

ავტომობილი მწვანე ფერის ორ ტონალობაშია შეღებილი და როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, სწორედ ასეთია მათი აზრით სამხედრო ძალის ინტერპრეტაცია. როდსტერს შეუცვალეს ბამპერები და უკანა ხედვის სარკეები. გარდა ამისა, სპორტქარმა ოქროსფერი დისკები და სრულიად ახალი საბურავებიც მიიღო.

რაც შეეხება BMW i8-ის ტექნიკურ მახასიათებლებს, შიგთავსი თითქმის არ შეცვლილა. სპორტქარს კვლავინდებურად ჰიბრიდული ძრავი აქვს და მის შემადგენლობაში 231 ძალის ბენზინის ტურბოძრავი – 143 ძალის ელექტროძრავთან ერთად მუშაობს. აგრეგატის მთლიანი სიძლიერე 374 ცხენის ძალას შეადგენს.

პირველ „ასეულს“ როდსტერი 4,6 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია.

 

ტეგები: BMW I8

მსგავსი თემები