LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელებს სურთ, რომ უპილოტო ავტომობილებს თვალები გაუკეთონ

67
იაპონია

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა უცნაური ექსპერიმენტი ჩაატარეს. ჩვეულებრივ გოლფ-ქარს მათ რობოტიზირებული მოძრავი თვალები გაუკეთეს, ზუსტად ისეთი როგორიც ადამიანს აქვს. თვალების მოძრაობას ავტომობილის მძღოლი აკონტროლებდა, თუმცა ის ქვეითებისგან დამალული იყო. გამვლელები დაარწმუნეს, რომ მათ წინაშე იყო ელექტროქარი, რომელიც ადამიანებთან მხედველობითი კონტაქტით გადაადგილდებოდა. შემდეგ ფეხითმოსიარულეებს თვალებიანი მანქანის წინ გზის გადაკვეთა სთხოვეს და ემოციებიც გააზიარებინეს.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად 18 ცდისპირი შეარჩიეს – 9 მამაკაცი და 9 ქალი. მეცნიერებმა გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ გზაზე გადასვლის დროს ქვეითები მძღოლთან თვალებით კონტაქტს ამყარებენ. უპილოტო ავტომობილს მძღოლი არ ჰყავს, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ხელოვნური თვალების გამოყენება.

ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ გარისკვა მამაკაცებს უფრო უყვართ, ისინი უფრო ხშირად კვეთდნენ გზას მაშინ, როცა გოლფ-ქარი გაჩერებას არ  აპირებდა. ქალები კი როგორც წესი, გაჩერებას ელოდებოდნენ.

ხოლო მაშინ, როცა ავტომობილის „თვალები“ სხვა მხარეს იყურებოდა საფრთხეს ორივე სქესი ერთნაირად გრძნობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები