LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცით რომელია მსოფლიოს საუკეთესო სტადიონი: გამოცნობა თითქმის შეუძლებელია

104
XXL

ესპანურმა გამოცემა “Marca”-მ მსოფლიოში საუკეთესო სტადიონის ხმის მიცემის შედეგები გამოაცხადა.

პირველი ადგილი საკმაოდ მოულოდნელად ქაიროს საერთაშორისო სტადიონმა დაიკავა, რომელზეც მატჩებს “ალ აჰლი” ატარებს. ამ არენას ხმა მისცა 124 ათასზე მეტმა ადამიანმა.

მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუ” მეორე ადგილზე აღმოჩნდა – 54 ათასი ხმით. სამეულს ასრულებს “ბარსელონას” “ნოუ კამპი” – 32 ათასი.

ამათ მოყვებიან ბილბაოს ახალი “სან მამესი” (25.6 ათასი ხმა) და ჩილეში მდებარე “მონუმენტალ დავიდ არელიანო” (23.5 ათასი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები