LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდრის ელბას ჯანსაღი რჩევები, რომელიც 50 წლის ასაკში თავს საუკეთესოდ გაგრძნობინებთ

50
Capture

იდრის ელბა 50 წლის ასაკში მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება, რაც იმის დამსახურებაა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვას მთელი სერიოზულობით უდგება. ბრიტანელი მსახიობისთვის ჯანსაღი ცხოვრება მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ საკმაოდ გადატვირთული თუმცა ძალიან ჯანსაღი გრაფიკი აქვს.

ვარჯიში
იდრისის ინსტაგრამს თვალს თუ გადაავლებთ მიხვდებით, რომ მისთვის ვარჯიში და საუკეთესო ფორმაში ყოფნა ნამდვილად პრიორიტეტია. მსახიობის თქმით, ფორმაში ყოფნა მისთვის სტიმულია იყოს მეტად ფოკუსირებული და ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოს.

მას უყვარს კიკბოქსინგი
რა ეხმარება იდრის ელბას ფორმაში ყოფნაში? მას ძალიან უყვარს კიკბოქსინგი. „ბევრ ადამიანს ტონუსში ყოფნაში მილების გარბენა ეხმარება, ჩემთვის კი საუკეთესო მიზანი ჩხუბისთვის მზად ყოფნაა..“

იოგა და დიკაობით ცურვა

როცა კიკბოქსინგით არაა დაკავებული, იდრის ელბა იოგის სესიებს ესწრება. ელბას ძალიან უყვარს ასევე ცურვა და ამისთვის დილით ადრე ადგომაც არასდროს ეზარება.

შხაპი დღეში ორჯერ
სელებრითი შხაპს დღეში ორჯერ მაინც იღებს, რადგან სისუფთავის შეგრძნება მისთვის ყველაფერია. მთელი რუტინაა ასევე სალონური მომსახურება, თმისა და წვერის მოწესრიგება. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდეალური ვარცხნილობა მქონდეს, ამიტომ ამისთვის დროს ყოველთვის გამოვნახავ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები