LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი აღარ ხუმრობს – მილიარდელმა მთვარეზე რბოლა დააანონსა

119
ILONMASKNEWS30

მსოფლიოში პირველი „მთვარეზე რბოლა“ მომავალი წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი. ნიუანსი შემდგომში მდგომარეობს, რომ რბოლა პილოტების გარეშე ჩატარდება და მასში მონაწილეობას დისტანციურად მართვადი ბოლიდები მიიღებენ. დანიშნულების ადგილამდე ავტომობილებს ილონ მასკის კომპანია SpaceX ჩაიტანს და მთვარის ტრეკს „ფორმულა 1“–ის არქიტექტორები შექმნიან.

უჩვეულო პროექტის შესახებ პირველი დეტალები ამ წლის დასაწყისში გავრცელდა. მაშინ ორი გუნდის შექმნა იგეგმებოდა და ეს გუნდები სასკოლო ოლიმპიადის შემდეგ უნდა ჩამოყალიბებულიყო. ანუ მთვარის რბოლისთვის შესაფერისი ავტომობილები სტუდენტებმა უნდა შექმნან. თითოეული ბოლიდის წონა 2,5 კგ–ს არ უნდა აჭარბებდეს და მიახლოებითი სიჩქარე წუთში 10 სანტიმეტრი უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ რბოლის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში იქნება და მის ყურებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები