LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთის ყველაზე სწრაფი მატარებელი პირველივე დღეს გაფუჭდა

train..

ყველაზე სწრაფი მატარებელი ინდოეთში პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წარადგინა და პირველი რეისი ერთობ საზეიმოდაც გაიხსნა. მატარებელი ქალაქ ვარანასიდან დედაქალაქში დელიში უნდა ჩასულიყო, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწია. ტრანსპორტი დელიდან 193 კმ-ს მოშორებით ერთ-ერთ სადგურზე გაჩერდა, რადგან გაფუჭდა და გზის გაგრძელება ფიზიკურად ვეღარ შეძლო.

როგორც ინდოეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, გაუმართაობის მიზეზი მატარებლის ბოლო 4 ვაგონი გახდა, რადგან მათსა და დანარჩენ ვაგონებს შორის კავშირი გაწყდა.

ზოგადად კი შეგახსენებთ, რომ ინოვაციურ ტრანსპორტს 1,128 მგზავრის მომსახურება შეუძლია და ის საათში 180 კმ-ს ავითარებს, რაც მგზავრობის სტანდარტულ დროს რამდენიმე საათით ამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები