კომპანია Infiniti-მ კონცეპტუალური კროსოვერის QX Inspiration-ის ვიზუალი გაამხილა. სპორტქარი ახალი სერიის პირველი მოდელი გახდება და ინტერიერის დიზაინის შექმნის ახალ მიდგომას წარმოადგენს, მისი შთაგონების წყარო კი იაპონური კულტურაა.

Infiniti QX Inspiration – ეს არის სრულიად ახალი პლატფორმა, რომელიც ელექტრომობილებისთვისაა შექმნილი და არსებული მოდელებისგან ბევრი დეტალით განსხვავდება. ყველგანმავალის სალონი ერთი შეხედვით დასასვენებელ ოთახს გავს და ის ტრადიციული იაპონური სტუმართმოყვარეობის სტილშია გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ სტუმართმოყვარეობისა და “სულიერი განწყობის“ დემონსტრირებისთვის ე.წ. ფილოსოფიური მოდელი Lexus-მაც შექმნა. მდიდრული კროსოვერის LF-1 Limitless-ის დიზაინში ღილაკები არ არსებობს და ისინი სენსორებითაა შანაცვლებული. სალონი კი ხისა და ტყავის ელემენტებითაა გაფორმებული.

 

ტეგები: Infiniti

მსგავსი თემები