LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისელების არაინგლისური არისტოკრატია: ლონდონში თასი ჩელსიმ წაიღო

189
2600840-53915510-2560-1440

ევროპის ლიგის გამარჯვებული ცნობილია: ტროფეი ლონდონის „ჩელსიმ“ მოიგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდებმა, უფრო სწორედ „ჩელსიმ“, მეორე ნახევარში ბლომად გოლები შემოგვთავაზეს. „არსენალი“ დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბებოდა და საინტერესო გახდებოდა, ისე კი „არისტოკრატების“ უპირატესობა უდაო იყო და დამსახურებულადაც მოუწიათ თასის ლონდონში წაღება.

ფინალში ორი ინგლისური გუნდი კი გავიდა, მაგრამ სასტარტოში მარტო ერთი ინგლისელი თამაშობდა (არსენალელი მეიტლენდ-ნაილსი), „ჩელსის“ არცერთი ინგლისელი ფებხურთელი არ გამოუყვანია ძირითადში.

საინტერესოა ისიც, რომ სტადიონზე ბევრი ცარიელი ადგილი იყო. თამაშის დღეს დილით ინტერნეტში ბილეთის ფასი 17 ევრომდე დაეცა. არადა, ეს თამაში რომ თბილისში ყოფილიყო…

„ჩელსიმ“ მეორედ მოიგო ევროპის ლიგა.

„ჩელსი“ პირველი გუნდია ბოლო 11 წელიწადში, რომელმაც ევროთასი წაგების გარეშე აიღო.

„ჩელსი“ დაეწია „მანჩესტერს“ ევროპული ტროფეებით. ინგლისელებიდან საუკეთესო „ლივერპულია“.

ოლივიე ჟირუ 11 გოლით ევროპის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჟირუმ ფრანგების საგოლე სერია ევროპის ლიგების ფინალში 4 მატჩამდე გაზარდა.

მაურისიო სარიმ კარიერაში პირველი ტროფეი მოიგო.

მარტო ჟოზე მოურინიოს აქვს მოგებული სადებიუტო სეზონში უფრო მეტი თამაში „ჩელსიში“, ვიდრე სარის.

უნაი ემერიმ პირველად წააგო ევროპის ლიგის ფინალი. მანამდე მან სამიდამ სამი ფინალი მოიგო.

ედენ აზარმა ორი გოლი გაიტანა. ის ბოლო ხუთ ფინალში მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი მოახერხა. 2018-ში ორჯერ გაიტანა ანტუან გრიზმანმა („ატლეტიკო“), 2016-ში – კოკე მორენომ, 2015-ში – კარლოს ბაკამ (ორივე „სევილია“).

აზარმა სეზონში 21-ე გოლი გაიტანა და საკუთარი საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა „ჩელსიში“.

პედრო ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელსაც ევროპის ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გაუტანია, ასევე მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი ევროპის სუპერთასზე თბილისურ შეხვედრაში.

 

მაურისიო სარი: „ჩემი აზრით, მე დავიმსახურე „ჩელსიში“ დარჩენა, მაგრამ ჩემი აზრი საკმარისი არ არის“.

„ამ გამარჯვებას „ნაპოლის“ ქომაგებს ვუძღვნი, რადგან ვერ მოვახერხე მათთვის ამ სიხარულის მინიჭება“.

უნაი ემერი: „ჩელსიმ დაიმსახურა გამარჯვება. პირველ ტაიმში გვქონდა მომენტები, მაგრამ პირველმა გოლმა ყველაფერი გდაწყვიტა“.

ოლივიე ჟირუ: „ჩელსიმ“ და „არსენალმა“ შეცვალეს ჩემი ცხოვრება. არ მინდოდა გოლის აღნიშვნა“.

პეტრ ჩეხი: „ვამაყობ იმით, როგორ ჩავატარე ბოლო მატჩი კარიერაში. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“.

ჩელსი – არსენალი 4:1
ბაქო. ოლიმპიური სტადიონი. 51 370 მაყურებელი
გოლები: 1:0 ჟირუ (50), 2:0 პედრო (61), 3:0 აზარი (66, პენ), 3:1 ივობი (69), 4:1 აზარი (72)

ჩელსი: არისაბალაგა, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუისი, ემერსონი, კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 76), აზარი (ძაპაკოსტა 88), ჟირუ, პედრო (ვილიანი 71)

არსენალი: ჩეხი, სოკრატისი, კოსიელნი, მონრეალი (გენდუზი 68), მეიტლენდ-ნაილსი, ტორეირა (ივობი 67), ჯაკა, კოლაშინაცი, იოზილი (უილოკი 77), ობამეიანგი, ლაკაზეტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები