LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისი დასრულდა: ჯორდანი საუკეთესოა, კევინმა ლეგენდა გაიმეორა, მეგოლეები ტოპებიდან არ არიან

79
0-De-Bruyne-1166040970

ინგლისის პრემიერლიგა დასრულდა. ბოლო ტურამდე შენარჩუნდა ინტრიგა. გასარკვევი იყო ვინ მოიპოვებდა ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ისე მოხდა, რომ ორი მთავარი პრეტენდენტი ერთმანეთს შეხვდა და მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებული. პანდემიის შემდეგ არც თუ კარგად მოასპარეზე “ლესტერმა” შინ “მანჩესტერი” მიიღო და გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულში ხვდებოდა. თუმცა “იუნაიტედმა” 2:0 მოიგო და დამსახურებულად გავიდა ლიგაზე.
ევროპალიგის საგზური მეხუთეადგილოსან “ლესტერთან” ერთად მოურინიოს “ტოტენჰემმა” მოიპოვა.

ბრძოლა იყო ქვედა ნაწილშიც. ვარიანტები იყო, საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ “ბორნმუთი” და “უოტფორდი” გაიწირნენ (“ნორვიჩი” დიდი ხნის გავარდნილი იყო).

საუკეთესო ბომბარდირი გახდა ჯეიმი ვარდი 23 გოლით. ანუ ისე გამოვიდა, რომ ოთხეულის წევრი არ გამხდარა გოლეადორი. 22 ბურთი შეაგდეს დენი იგზმა (“საუთჰემპტონი”) და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (“არსენალი”). არც ესენი არიან ტოპებიდან.

 

და კიდევ ერთ: დე ხეამ “მანჩესტერის” შემადგენლობაში 113-ე მშრალი მატჩი ჩაატარა დ ამით პიტერ შმეიხელის რეკორდი გააუმჯობესა.

 

ამასობაში ცნობლი გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც.

საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციამ (FWA) “ლივერპულის” კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია. ჰენდერსონმა თავისი პარტნიორების დამსახურებას გაუსვა ხაზი, რომ მათ გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. მერსისაიდელთაგან ეს პრიზი მანამდე მოუგიათ სტივენ ჯერარდს, ლუის სუარესს, მო სალაჰს.

30 წლის ჰენდერსონმა კევინ დე ბრიუინს და მარკუს რაშფორდს აჯობა. “ლივერპულთაგან” კი ხმები ასევე მიიღეს ვან დეიკმა და სადიო მანემ.
ჯორდანმა აწგასრულებულ სეზონში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

 

“სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუინმა “არსენალის” ლეგენდის ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა: ბელგიელმა ერთ პრემიერლიგურ სეზონში 20 საგოლე გადაცემა მისცა. ეს 20 ასისტი 35 მატჩზე მოდის. ანრიმ ამდენივე შედეგიანი პასი 2002/03 წლების სეზონში გააკეთა, ოღონდ 2 თამაშით მეტი დასჭირდა.
დე ბრიუინის ანგარიშზე 13 გოლიცაა, ხოლო მისი “სიტი” მეორეა პრემიერლიგაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები