LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში თვითმფრინავს დაჯდომისას ცეცხლი წაეკიდა

81
5c913cdefc7e93201d8b45ce

ირანში თვითმფრინავს დაჯდომისას ცეცხლი წაეკიდა. ინციდენტის დროს ბორტზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

თეირანის აეროპორტში თვითმფრინავი დასაჯდომად ემზადებოდა, როდესაც მოულოდენლად ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროს ბორტზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა და ბუნებრივია ნამდვილი პანიკა დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მაშინვე მაშველები გაჩნდნენ და მგზავრების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და სერიოზული დაზიანებები არავის მიუღია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია და ადგილზე ამ დრომდე სპეციალისტები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით კი ხომალდის აალება ძრავის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტს ბევრი თვითმხილველი შეესწრო და ერთ-ერთმა ქსელში ვიდეოც გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეშვება ლაინერი და მომენტალურად ცეცხლიც ეკიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები