ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ საკუთარი ვერსია დადო.

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი 2018 წლის ნაკრები გუნდების საუკეთესო მწვრთნელი გახდა. ეს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიაა.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ზლატკო დალიჩმა (ხორვატია), მესამეა – რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრები).

გეხსომებათ, გასულ მუნდიალზე სწორედ ამ თანმიმედვრობით დაიკავეს საპრიზო ადგილები გუნდებმა – საფრანგეთი, ხორვატია, ბელგია. ასე რომ, არჩევანი ბანალურად გაკეთდა.

გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა 2 ხმა მიიღო და კარლუშ კეირუშთან (ირანი) ერთად მე-11 ადგილი გაიყო.

გამოკითხვაში მონაწილეობა 90 ქვეყნის ექსპერტებმა მიირეს.

ტეგები: IFFHS დალიჩი დეშამი რობერტო მარტინესი სპორტი

მსგავსი თემები