LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია საჭესთან მობილურის გამოყენებისთვის სასჯელს ამკაცრებს

101
mob

იტალიაში ავტომობილის საჭესთან მობილური ტელეფონის გამოყენება კიდევ უფრო მკაცრად დაისჯება. ავტომობილის მართვის დროს გაჯეტის მოხმარება ამიერიდან 1,7 ათასი ევროთი დაჯარიმდება, რაც საშუალო ხელფასის 85%-ს შეადგენს.

გადაწყვეტილების ინიციატორი იტალიის ტრანსპორტის დეპარტამენტი გახდა და მათი აზრით ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება სხვაგვარად შეუძლებელია.

ამჟამად საჭესთან მობილური ტელეფონის, პლანშეტის თუ სხვა ელექტრომოწყობილობის გამოყენებისთვს ჯარიმა მაქსიმუმ 467 ევროა. ეს თანხა საკმარისი არ არის, რადგან მძღოლები საჭესთან საუბარს თუ მესიჯობას მაინც აგრძელებენ. ამას ადასტურებს ნაციონალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მობილური ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მთავარ მიზეზთა სამეულშია.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილის მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება აბსოლიტურად ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია. სასჯელის გამკაცრებაც ბევრ ქვეყანაში დაიწყეს და მაგალითად, საფრანგეთში მობილურზე საუბარი დაპარკინგებულ ავტომობილშიც კი არ შეიძლება და ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ძრავი მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები