LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში გულშემატკივრებმა ფეხბურთელს ტრუსი ჩახადეს და ბოლომდე გააშიშვლეს (ფოტო)

rueff694ad3d4

გენუის „სამპდორიის“ ნახევარმცველმა 99-ე წუთზე გაიტანა – და გულშემატკივრებმა ჩახადეს.

„ლაციომ“ და „სამპდორიამ“ გიჟური მატჩი მოაწყვეს, რომელშიც მსაჯის მიერ წამატებულ დროში გოლები გაცვალეს.

ბევრი შეჩერების გამო არბიტრმა მთელი 9 წუთი დაამატა. 96-ეზე ჩირო იმობილემ „ლაციო“ პენალტით წინ გაიყვანა (2:1).
თუმცა ეს ბოლო არ ყოფილა – 99-ე წუთზე რიკარდო საპონარამ ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა.

საპონარამ ტრიბუნასთან მიირბინა, მაისური აიწია და შორტი ოდნავ ჩაიწია – დანარჩენი ქომაგებმა დაამთავრეს.

„თვალი დავხუჭე, როდესაც გავახილე, დავინახე, რომ ბურთი კარში იყო. გულშემატკივრებთან მივირბინე და მათ ყველაფერი გამხადეს“, – ასეთია რიკარდოს კომენტარი.

საპონარამ სერია ა-ში ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა 2003/04 წლების სეზონის შემდეგ. „სამპდორია“ ჩემპიონატში მერვეა, „ლაციო“ – მეხუთე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები