იტალიაში უმკაცრესი კანონი ამოქმედდა. ამიერიდან ყველა დასაქმებულს მოუწევს, რომ აცრის ან პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობა აეკრძალება. ასე რომ თანამშრომლებმა თავად უნდა აირჩიონ რა ურჩევნიათ – აცრა თუ შემოსავლის გარეშე დარჩენა.

ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება იმ ადამიანებისთვის, ვინც ვირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა.

ასეთი გადაწყვეტილებით იტალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინაცია ფაქტობრივად სავალდებულო გახადა. გავლილი მძიმე ეპიდვითარების შემდეგ ქვეყანას სურს, რომ პანდემია რაც შეიძლება სწრაფად დაამარცხოს.

ანალოგიური სურვილი აქვთ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც. მაგალითად, საფრანგეთში, ემანუელ მაკრონი ცდილობს, რომ აუცრელი ადამიანებისთვის ცხოვრება მაქსიმალურად არაკომფორტული გახადოს. რესტორნების, კაფე-ბარების მონახულებისთვის, ისევე როგორც შორ დისტანციაზე გადაადგილებისას, კოვიდ პასპორტის წარდგენა აუცილებელი პირობაა.

 

კატეგორიები: ამბები

მსგავსი თემები