LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელები საუკეთესოებზე წერენ და ჩაკვეტაძეს გამოარჩევენ

1c909f18eb68981d56f9a998780a32d8

იტალიურმა ultimouomo-მ ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატების საუკეთესო 15 ფეხბურთელზე გამოაქვეყნა სტატია და მათ შორის “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელა.

“თუ ერთა ლიგას მიადევნეთ თვალი, უთუოდ შეამჩნევდით საქართველოს ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის ასპარეზობას, რომელმაც 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. იმის გათვალისწინებით, რომ ის მხოლოდ 19 წლისაა, ეს მოულოდნელი გახლდათ.

გიორგი ნიჭიერია, აღმოსავლეთ ევროპელი ფეხბურთელებიდან გამორჩეულია და კონტინენტის რომელიმე საუკეთესო ლიგაში თამაშს იმსახურებს. “გენტში” თამაშობს შემტევ ან მარცხენა ნახევარმცველად, კარგი დრიბლინგი აქვს, გადამწყვეტ მომენტებში კი მარჯვენა ფეხით კომბინაციის განვითარების სწორ
გადაწყვეტილებებს იღებს.

ის სწრაფია, ყველა შეუძლია გააკვირვოს თავისი არაორდინალურობით, რაც იშვიათობაა. ბელგიის ლიგაში თავისი ასაკის ფეხბურთელებში გამორჩეული და უნივერსალურია და პროგრესირება შეუძლია. 2019 წელი შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს მის კარიერაში და ძლიერ გუნდში გადასვლა მხოლოდ დროის ამბავია”.

ამასობაში, ბელგიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში “გენტმა” თერთმეტმეტრიანების სერიაში სტუმრად “ოსტენდეს” სძლია და ფინალში გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, საპასუხო მატჩში განაცხადში “გენტის” მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია არ შეიყვანა, რომელსაც დუბლებში ათამაშებს, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი 38-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. იმ მომენტისთვის “გენტი” 0:2-ს აგებდა, ტორუპმა გარისკა და ჩაკვეტაძე მოედანზე მცველ იგორ პლასტუნის ნაცვლად შეუშვა.

გიორგი აქტიურად ჩაერთო თამაშში, სამჯერ მეკარემ არ დაანება გოლის გატანა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ორივეჯერ თავი ახალწვეულებმა გამოიჩინეს: 84-ე წუთზე ფორვარდმა სიორლოტმა ჩაკვეტაძის პასით და კომპენსირებულ დროში ნახევარმცველმა ბეზუსმა.

დამატებით დროში არაფერი არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი “გენტმა” 4:3 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

ჩაკვეტაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარემ ფეხით მოიგერია.

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები