LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვე ჩემპიონი გახდება და ახალ რეკორდებს დაამხობს

71
08_J024052.variant1400x787

„იუვეს“ ჩემპიონობამდე ერთი ქულა აკლია. მალე „ბებერი ქალბატონი“ რეკორდებს დაამხობს.

დიდი ალბათობით, ყველაფერი უკვე მომდევნო ტურში გადაწყდება.

„იუვენტუსმა“ ჩემპიონატის ბოლო ტურში რონალდოს ფარეშე „მილანს“ მოუგო 2:1, ხოლო „ნაპოლი“ ფრეს დასჯერდა შინ „ჯენოასთან“ (1:1) და ახლა ამ გუნდებს შორის სხვაობა მთელი 20 ქულაა.

შაბათს („აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი მატჩიდან მესამე ადღეს) „იუვენტუსი“ სტუმრად ეთამაშება სპალ-ს. ფრის შემთხვევაშიც ჩემპიონი გახდება. მეტიც, ჩემპიონი მაშინაც გახდება თუ წააგებს, ოღონდ „ნაპოლიმ“ უნდა დაკარგოს საგარეო შეხვედრაში ქულები „კიევოსთან“.

 

  • „იუვესთვის“ ეს იქნება 35-ე ტიტული ისტორიაში (თუ კალჩოპოლის არ ჩავთლით, მაშინ 37-ე) და მერვე ტიტული ზედიზედ – არავის იტალიური ფეხბურთის ისტორიაში არ ქონია ასეთი შედეგი.
  • 84 ქულა 31 ტურის შემდეგ – სერია ა-ს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. „იუვეს“ ახალი მიზანი ქულების მოგროვების რეკორდის გაუმჯობესებაა, რომელიც ისევ თვითონ ეკუთვნის – 102 ქულა.
  • ტოპ-5 ჩემპიონატებში ზედიზედ რვა საჩემპიონო ტიტული არავის მოუგია. „ლიონს“ აქვს მოგებული შვიდჯერ.
  • კიდევ ერთი პოტენციური რეკორდი: სერია ა არავის მოუგია ფინიშამდე 6 ტურით ადრე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები