LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება 51 წლის Saab, რომელიც ელექტრომობილადაა გადაკეთებული

123
whitesaab

ამერიკაში, მისურის შტატში გასაყიდად 51 წლის თეთრი ფერის Saab გამოიტანეს. მოდელის გარბენი 32 ათასი კილომეტრია და რაც ყველაზე საინტერესოა, ის ელექტრომობილადაა გადაკეთებული. ორკარიანი ელექტრონული კუპე 2000 დოლარად შეაფასეს.

Saab 96 1960–დან 1980 წლამდე გამოდიოდა. მოდელი ბენზინის ძრავით იყო ხელმისაწვდომი და 38–დან 68 ცხენის ძალამდე სიძლიერე ქონდა.

გასაყიდად გამოტანილ ეგზემპლარს აგრეგატი 2009 წელს შეუცვალეს და 83 ცხენის ძალის ელექტროძრავი დაუმონტაჟეს. მოდიფიცირებული ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 96 კმ/სთ–ს შეადგენს.

ენერგიის მისაღებად სპეციალისტებმა კაპოტის ქვეშ და ასევე საბარგულშიც, 10 ელემენტი დაამონტაჟეს, თითოეულის სიძლიერე 1,99 კილოვატ/საათია. ანუ ელექტრო Saab–ს ერთი დამუხტვით 100 კმ–ს გავლა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები