LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar I-Pace წლის ავტომობილი გახდა

148
dims

ბრიტანულმა Jaguar I-Pace-მა 2019 წლის ავტომობილის სტატუსი მიიღო. World Car Awards- დაჯილდოება რომელსაც ყველა ავტომოყვარული ელის – ნიუ-იორკში გაიმართა და რჩეული მოდელი 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა 86-მა ავტოჟურნალისტმა აირჩია.

Jaguar-მა წლის ავტომობილის ტიტულის გარდა ასევე ყველაზე ეკოლოგიური მანქანის ნომინაციაც მოიგო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ელექტროქარს კონკურენციას ერთდროულად 40 ავტომობილი უწევდა და მეორე და მესამე ადგილი – Audi e-tron-მა და Volvo S60/V60-მა დაიკავეს.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, ავტოჟურნალისტების აზრით ქალაქში გადასაადგილებლად საუკეთესო ავტომობილი – Suzuki Jimny-ია .

მაღალი კლასის ავტომობილებს შორის კი მათ Audi A7 გამოარჩიეს. ჰიპერქართა შორის პირველობა McLaren 720S-ს ხვდა წილად.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები