LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი მევალეებს ემალებოდა და სიკვდილი გაითამაშა

52
3465

ინდონეზიაში მცხოვრებ კაცს იმდენი ვალი დაუგროვდა, რომ საკუთარი სიკვდილის ინსცენირება დადგა. გამოცემა Coconuts-ის ინფორმაციით, მატყუარა მაშინ გამოიჭირეს, როცა სასახლეში მწოლიარე გაინძრა.

40 წლის მამაკაცმა და მისმა მეუღლემ მევალეებისგან თავის დასაღწევად ორიგინალური ხერხი მოიფიქრეს. მათ შეიძინეს კუბო, ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლიც დაიქირავეს და სიკვდილი გაითამაშეს. მძღოლს მათ უთხრეს, რომ გარდაცვლილი ახლობლის გადმოსვენება იყო საჭირო.

წყვილმა სიკვდილის საავადმყოფოში დარეგისტრირება გადაწყვიტა და ცოლმა კუბოში ჩაწვენილი ქმარი ადგილზე მიიყვანა. საავადმყოფოში კი თვითმხილველებმა გადაიღეს, თუ როგორ მოძრაობდა სასახლეში ჩასვენებული „მიცვალებული“.

ვიდეო ქსელში გავრცელდა და პოლიციაც დააინტერესა. სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს და დაადგინეს, რომ კაცი საკუთარი სიკვდილის ინსცენირებას დგამდა, ცოლიც თანამზრახველად ჰყავდა.

ინდონეზიური კანონების მიხედვით, ხელისუფლების მოტყუება დანაშაულად ითვლება და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები