LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ა კაცი: რონალდო ცოლს თვეში 50-დან 100 ათასამდე უხდის

395
2779626-57376530-2560-1440

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო რეგულარულად აძლევს ჯორჯინა როდრიგესს მსხვილ თანხას.

35 წლის ფეხბურთელი ყოველთვიურად ურიცხავს ქალს 50-დან 100 ათასამდე ევროს.

ესპანური ტელეარხის Telecinco-ის კვლევით პროგრამა Viva la Vida-ში მითითებულია, რომ როდრიგესი ფულს იღებს „ბავშვების შესანახად და საკუთარი ხარჯებისთვის“. ამ თანხიდან უნდა გამოვრიცხოთ 8 ათასი ევრო, რომელსაც ჯორჯინას ბრენდები უხდიან კომერციული რეკლამებისთვის.

რონალდოს ქალმა მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა გამოაჩინა

ტვ-შოუს რეპორტიორები აზუსტებენ, რომ ჯორჯინა ერთი ინტერვიუსთვის 100 ათას ევროს ითხოვს, თუმცა გადაცემაში Ya es mediodía უფასოდ მივიდა.

კორესპოდენტები ასევე გაემგზავრნენ ესპანეთის ქალაქ ხაკაში, რათა გოგონას მეზობლებს გასაუბრებოდნენ, მაგრამ მათ კამერებთან საუბარი არ ისურვეს.

 

ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანოს უმცროსი ქალიშვილის დედაა.
რონალდოს სუროგატი დედებისგან კიდევ სამი შვილი ყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები