LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალენდარი ცნობილია: ევროპაზე კარგი გუნდი უნდა გვყავდეს

141
1563821643-67402172-2878996988853088-3124999903713951744-o-1024x658

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი გამოქვეყნდა.
ევრობასკეტის შესარჩევი თამაშები 2020 წლის 20 თებერვალს დაიწყება.

კალენდრის მიხედვით, საქართველოს ნაკრები 2020 წელს ოთხიდან სამ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, 2021 წლის თებერვალში კი შესარჩევ ეტაპს სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებთან საშინაო მატჩებით დაასრულებს.

2020 წელი
20 თებერვალი
საქართველო – შვეიცარია/პორტუგალია/ისლანდია
23 თებერვალი
სერბეთი – საქართველო
27 ნოემბერი
ფინეთი – საქართველო
30 ნოემბერი
შვეიცარია/პორტუგალია/ისლანდია – საქართველო

ევრობასკეტის შესარჩევში საქართველოს მეტოქეები გარკვეულია, თუმცა მაინც გავალთ

მასპინძლების თამაშის მთელი პრინციპი ისაა, რომ პრაქტიკის უკმარისობა არ იყოს.

2021 წელი
18 თებერვალი
საქართველო – სერბეთი
21 თებერვალი
საქართველო – ფინეთი

 

 

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი:

“ძალიან რთულია წილისყრის შედეგებზე საუბარი, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვიცით, თუ რა შემადგენლობებს მოუყრიან თავს ჩვენი ოპონენტები. ასევე ზუსტად არ ვიცით, ვინ იქნებიან ჩვენს ნაკრებში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავი მოვუყაროთ უძლიერეს, ოპტიმალურ შემადგენლობას. როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს კონტინენტის პირველობაზე უნდა ჰყავდეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი, რის მისაღწევადაც ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები