LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადამ Volkswagen–ს რეკორდული ჯარიმა გამოუწერა

122
wolksvagen

Volkswagen Group მოძველებული დიზელის სკანდალის გამო პასუხისგებას ისევ აგრძელებს. ამჯერად ბრალდება კანადის ხელისუფლებამ წარადგინა და კონცერნი 149,7 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ამ მასშტაბის ჯარიმა ქვეყნისთვის ნამდვილად რეკორდულია.

როგორც სააგენტო Reuters იუწყება, Volkswagen–ს კანადა თავის ტერიტორიაზე 128 000 პრობლემატური ავტომობილის შემოტანასა და გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს. კონცერნს მთლიანობაში 60 ბრალდება წაუყენეს, რის შემდეგაც მან თავისი ბრალეულობა სრულად აღიარა.

პროკურორის ინფორმაციით, ამ ზომის ჯარიმა ეკოლოგიური კანონის დარღვევისთის ნამდვილად რეკორდულია და წინა რეკორდს ლამის 26–ჯერ აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმით შემოსული თანხა მთლიანად კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას და გარემოზე ზრუნვას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები