LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგია, რომ ნახევარფინალში აინტრახტი გავიდა: რატომ?

111
rue01e2ba9f70

ძალიანაც კარგია, რომ ფრანკფურტის „აინტრახტი“ გაძვრა ევროპის ლიგის ნახევარფინალში. მისი გულშემატკივრების პერფომანსი უბრალოდ სუპერია.

ლისაბონში სტუმრად წაგებული 2:4-ის შემდეგ, „აინტრახტმა“ შინ 2:0 დაამარცხა „ბენფიკა“ და გერმანული გუნდი ნახევარფინალშია, სადაც ძალებს „ჩელსისთან“ მოსინჯავს.

„აინტრახტის“ ქომაგების შოუ კი შესაძლოა ევროპაში საუკეთესოც კი იყოს.

აი ასე აღნიშნეს კლუბის 120 წლისთავი „ინტერთან“ მატჩამდე.

ეს კი „ლაციოსთან“ მატჩში კლუბის ძალიან ბოროტი სიმბოლო – არწივი.

„ბენფიკასთან“ თამაშამდე. ბანერი კიდია „ევროპის გულში“.

 

„აინტრახტმა“ ევროპის ლიგაზე 28 გოლი გაიტანა, ეს რეკორდია ამ ტურნირზე გერმანული გუნდისთვის.

გერმანიაში „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაშია: 52 ქულა, მე-4 ადგილი. მთავარი კონკურენტებია გლადბახის „ბორუსია“ (51) და „ჰოფენჰაიმი“ (47).

„აინტრახტის“ გულშემატკივრებს ეკუთვნით ყველაზე გამორჩეული გასვლა – 20 ათასი ადამიანი წავიდა მილანში „ინტერთან“ მატჩზე.

 

ბოლოს „აინტრახტი“ ევროთასების ნახევარფინალში 1980 წელს გავიდა. ეს უეფას თასი იყო და ის „აინტრახტმა“ მოიგო, ფინალში გლადბახის „ბორუსია“ დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები