LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარიერის დასრულების შემდეგ ჯიჯი ბუფონი… სკოლაში დაბრუნდება

142
116899612-1143837462651241-5200669001041587704-n

 ჯიჯი ბუფონი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სკოლაში დაბრუნდება და ატესტატს აიღებს. თავის დროზე იტალიელმა სკოლა ფეხბურთის გამო მიატოვა, რითაც განსაკუთრებით თავისი მშობლები გაანაწყენა.

„მინდა მშობლების წინაშე ეს დანაშაული გამოვისყიდო.“- აცხადებს იტალიელი.

ბუფონი სპორტული ოჯახიდანაა. მამამისი ძალოსანი, დედა კი ბადროს მტყორცნელი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ ორივე სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. ბუნებრივია შვილის მიერ სკოლის მიტოვებამ ბუფონის მშობლებს გული დასწყვიტა. ლეგენდარული გოლკიპერი ამბობს, რომ სკოლაში დაბრუნება სურს, თუმცა მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

„ჯერ კიდევ ვთამაშობ, იმიტომ რომ შემიძლია. თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა ბუნებრივია დადგება მომენტი, როდესაც წასვლა მომიწევს. რას გავაკეთებ შემდეგ? პირველ რიგში სკოლას დავამთავრებ და ატესტატს ავიღებ.“- განუცხადა ჯიჯიმ იტალიურ მედიას.

აღსანიშნავია, რომ ატესტატის არარსებობის გამო 2000 წელს ბუფონი სერიოზულ შარში გაეხვა. მან პარმის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც საშუალო განათლების დამადასტურებელი ყალბი მოწმობა მიიტანა. გოლკიპერს ამის გამო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი სოლიდური ჯარიმით და ბოდიშის მოხდით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები