სარბოლო სპორტქარის პროტოტიპი აუქციონზე მხოლოდ 3 მილიონ დოლარად შეფასდა.

კომპანიამ Porsche შექმნა ვიდეო, რომელშიც ბრენდის ყველაზე ძვირადღირებულ მოდელებს მოუყარა თავი. ეს ის ავტომობილებია, რომლებიც აუქციონებზე ყველაზე ძვირად შეფასდა და მათ შორის მოხვდა – 917/30 Spyder, 911 GT1, ასევე „ლა მანის“ გამარჯვებული 956.

რეიტინგში ყველაზე იაფი Porshce 917/30 Spyder აღმოჩნდა. სარბოლო სპორტქარის პროტოტიპი აუქციონზე მხოლოდ 3 მილიონ დოლარად შეფასდა.

800 ძალის მქონე 911 T1 Strassenversion კი 5 665 00 დოლარით მესამე ადგილზე განთავსდა.

და ბოლოს, ყველაზე ძვირფასი „პორშე“ – ისტორიული 917 K გახდა. „ლე მანის“ ლეგენდა 5.0 V12 ძრავითაა აღჭურვილი და 609 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავტომობილი უცნობმა კოლექციონერმა 14 მილიონ დოლარად შეიძინა.

ტეგები: Porsche

მსგავსი თემები