LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიჭას ოცნების გუნდი: ნამდვილი რონალდოს მსოფლიო ნაკრები

134
maxresdefault

რონალდო ლუის ნაზარიო დი ლიმა – ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ის “ოქროს ბურთის” ორგზის მფლობელი და 352 გოლის ავტორია. 18-წლიან კარიერაში კიჭას უთამაშია “კრუზეიროში”, “ეინდჰოვენში”, “ბარსელონაში”, “ინტერში”, “რეალში”, “მილანში”, “კორინთიანთსში”.

ფენომენმა საკუთარი ოცნები გუნდი შეკრიბა და ახლა თქვენც შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

მეკარე

კარში ჯიჯი ბუფონი დგას. “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ლეგენდა დღემდე თამაშობს.

 

დაცვა

ფლანგებზე არიან რონალდოსთვის კარგად ნაცნობი თანაგუნდელები ნაკრებიდან: კაფუ და რობერტო კარლოსი.

ცენტრში კი ორი იტალიელი ლეგენდაა – პაოლო მალდინი და ფაბიო კანავარო.

 

ნახევარდაცვა

ანდრეა პირლო დ ზინედინ ზიდანი მოედნის ცენტრში დირიჟორობას ჩაიბარებენ.

დიეგო მარადონა და ლიონელ მესი შეტევაში გაარღვევენ მეტოქეს.

 

თავდასხმა

შეტევაში ფენომენმა საკუთარი პერსონა არჩია და მეწყვილედ თანამემამულე პელე დაიყენა.

 

 

მოახერხა თუ არა კიჭამ ყველა დროის ოცნების გუნდის შეკრა, ამაზე ყველას საკუთარი მოსაზრება ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები