LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოლოგმა ძაღლების ყველაზე ურჩი სახეობები გამოავლინა

130
Portrait of cocker spaniel sitting on lake,Denmark

უილ ატერტონმა, ბრიტანელმა კინოლოგმა, დაასახელა ძაღლის ორი სახეობა, რომელსაც ყველაზე ცუდი ქცევა ახასიათებს. სპეციალისტის ინტერვიუ გამოცემა 7 News-მა გაავრცელა.

ცხოველების მწვრთნელმა დააზუსტა, რომ ხშირად ადამიანები ამა თუ იმ სახეობის ძაღლს ყიდულობენ და მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზად საერთოდ არ არიან, რაც იწვევს კიდეც დაუმორჩილებლობას. არასაკმარისი აქტივობის შემთხვევაში ენერგიული და კეთილი ძაღლი შესაძლოა ბრაზიან და ცოტა აუტანელ არსებადაც გადაიქცეს.

ატერტონმა განაცხადა, რომ ინგლისური კოკერ სპაnიელი და კანე კორსო – ყველაზე ურჩი სახეობებია, რომელსაც კი მუშაობის პროცესში შეხვედრია. კოკერი – ეს მონადირე ძაღლია. ის ზედმეტად აქტიურია, ამიტომ რეგულარული სეირნობა, სირბილი და თამაში სჭირდება. სახლში უსაქმოდ ყოფნა კი მის ქცევებზე ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს. ბევრი მეპატრონე თვლის, რომ კოკერს სახლში დეკორატიული ძაღლივით იყოლიებს, რაც კოგნიტიურ დარღვევებს იწვევს.

კანე კორსო არის ჯიში, რომელიც მცველადაა შექმნილი. მის მეპატრონეთა ნაწილს გაწვრთნის და სწორად აღზრდის დრო, სურვილი ან საკმარისი ცოდნა არ აქვს და ამის გამო ძაღლი აგრესიული ხდება.

კინოლოგს ბევრი ადამიანი ეთანხმება და თვლის, რომ ცუდი ქცევის მქონე ძაღლი – არასწორად გაწვრთნის შედეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები