LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტის მეუღლის მორიგი ემოციური პოსტი და ვიდეო: რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას ვანესა ბრაიანტი

5501
gigi

კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის და მისი 13 წლის ქალიშვილის, ჯიჯის ტრაგიკულად დაღუპვიდან ორი კვირის შემდეგ, ვანესა ბრაიანტმა კიდევ ერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და ინსტაგრამზე განათავსა ვიდეო, რომელშიც კობის და ჯიჯის კადრებია.

კობის ცოლმა პირველი პოსტი დადო: 5 მილიონი მოწონება 4 საათში

გთავაზობთ, ვანესას პოსტს:

“მიჭირს იმის მიღება, რომ კობი და ჯიჯი აღარ არიან. ვცდილობ, კობის გარდაცვალება დავიჯერო და ამასთან, ჩემი სხეული უარყოფს იმის მიღებას, რომ ჯიჯი ჩემთან აღარასოდეს მოვა, რატომ უნდა შემეძლოს დილას გაღვიძება, თუკი ჩემს პატარა გოგონას ეს არ შეუძლია? გაგიჟებული ვარ. მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, არასწორია ეს ყველაფერი…

კობი ბრაიანტი არასოდეს დაფრინავდა ვერტმფრენით ცოლთან ერთად

იმასაც ვაცნობიერებ, რომ უნდა ვიყო ძლიერი სხვა შვილებისთვის, ნატალია, ბიანკა და კაპრისთვის. ვიცი, რომ ნორმალურია ის, რასაც ვგრძნობ. როგორ მინდა, რომ ჩემთან ერთად იყვნენ და ეს კოშმარი აღმოჩნდეს. ვლოცულობ ყველა ადამიანისთვის, ვინც იმ ტრაგიკულ დღეს დაიღუპა. გთხოვთ, თქვენც არ შეწყვიტოთ ლოცვა!” – წერს ვანესა ბრაიანტი.

კობის მეუღლის გარდა კიდევ სამი ქალიშვილი დარჩა: 17 წლის ნატალია, 3 წლის ბიანკა და 7 თვის კაპრი.

https://www.instagram.com/p/B8ZavYwDZ5y/?utm_source=ig_embed

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები