LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ხელშეუხებელია: ბრაიანტს პროტესტის დროს არ შეხებიან – ქვრივმა ფოტოები დადო

274
Capture

კობი ბრაიანტის ქვრივმა ფოტოები დადო, რომელიც მისი გარდაცვლილი ქმრის ხელშეუხებელ გრაფიტებს ასახავს.

აშშ-ს ბევრ ქალაქში პოლიცია ვერაფერს უხერხებს ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მოწყობილ უწესრიგობებს. პროტესტის დროს ლეწავენ მაღაზიებს, ავტომანქანებს და ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებათ. მაგრამ კობი ბრაიანტის მემორიალი დაუზიანებელი რჩება.

როგორ ავუხსნა შვილებს: ფლოიდის მკვლელობას სპორტული სამყარო საოცარი პროტესტით ეხმაურება

ვანესამ გამოაქვეყნა ტვიტის სქრინი: “მათ იციან – კობი ხელშეუხებელია”.

ლეგენდის ქვრივმა ათობით ფოტო დადო ინსტაგრამზე, სადაც ჩანს, რომ კალათბურთელის მემორიალი შენარჩუნებულია.

სუპერკალათბურთელის კერძო ვერტმფრენი 26 იანვარს დაიმსხვრა. კობისთან ერთად მისი ქალიშვილი და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები