LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობიაშვილი ბუნდესლიგის აღმოსავლეთევროპელთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

110
16204-kobiashvili-freiburg-01-1280x720

ქართველი ფეხბურთელის კიდევ ერთი აღიარება. გერმანიაში ახსოვთ და აფასებენ ლევან კობიაშვილს.

საიტმა footballski.fr-მა ბუნდესლიგაში ნათამაშები აღმოსავლეთევროპელთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო თერთმეტეულში აღმოჩნდა ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

კობის ბუნდესლიგის სამ კლუბში უთამაშია – “ფრაიბურგში”, “შალკესა” და “ჰერტაში”.

ლევანი “ფრაიბურგში” 20 წლის ასაკში მივიდა და 5 წარმატებული სეზონი ითამაშა, როს შემდეგაც გელზენკირხენის “შალკეში” გადავიდა და ევროტურნირებზეც ითამაშა (“ეინდჰოვენთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ჰეთ-თრიკიც შეასრულა), მათ შორის, უეფას თასის ნახევარფინალშიც. კარიერა კი წარმატებულმა ქართველმა ფეხბურთელმა ბერლინის “ჰერტაში” დაასრულა.

ბუნდესლიგის აღმოსავლეთევროპელთა სიმბოლურ ნაკრებში “ბაიერნის” მოქმედი ფეხბურთელებიც მოხვდნენ. ისე, ავსტრიელი ალაბა როგორ გამოდის აღმოსავლეთევროპელი ცოტა არ იყოს და საკითხავია. ავსტრია აღმოსავლეთ ევროპაა?

გაბორ კირალი (უნგრეთი) – ჰასან სალიჰამიჯიჩი (ბოსნია), რობერტ კოვაჩი (ხორვატია), ლევან კობიაშვილი (საქართველო), დავიდ ალაბა (ავსტრია) – ნიკო კოვაჩი (ხორვატია), პალ დარდაი (უნგრეთი), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (პოლონეთი), ზვიეზდან მისიმოვიჩი (ბოსნია) – კრასიმირ ბალაკოვი (ბულგარეთი) – რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები