LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ტოპ კლუბებს გააუფასურებს

67
man-city-lose-newcastle

ანალიტიკურმა ცენტრმა CIES Football Observatory-მა ევროპის წამყვანი კლუბები დაასახელა, რომელთა შემადგენლობა ყველაზე მეტად გაუფასურდება კორონავირუსის პანდემიის გამო.

გათვლების თანახმად, ტოპ 5 ლიგის ფეხბურთელების ფასი 28%-ით დაიკლებს, თუ ივნისის ბოლომდე კლუბები არანაირ მატჩებს არ გამართავენ და არ გაახანგრძლივებენ ფეხბურთელებთან კონტრაქტებს.

ანგარიშის კეთებისას გაითვალისწინეს გუნდის 20 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ფასი 11 მარტამდე, ხოლო საპროგნოზო ფასი მითითებულია 30 ივნისისთვის.

ყველაზე მეტად გაუფასურდა “მანჩესტერ სიტი”. კლუბის ფეხბურთელები ჯამურად ივნისის ბოლოსკენ 412 მლნ ევროთი იაფი იქნებიან.

 

 

ტოპ 10 კლუბი, რომელთა შემადგენლობა ყველაზე მეტად გაუფასურდება:

1. “სიტი” – 412 მლნ

2. “ბარსელონა” – 366 მლნ

3. “ლივერპული” – 353 მლნ

4. “რეალი” – 350 მლნ

5. პსჟ – 302 მლნ

6. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 293 მლნ

7.  “ინტერი” – 276 მლნ

8. “ბაიერნი” – 267 მლნ

9. “ჩელსი” – 251 მლნ

10. “ტოტენჰემი” – 227 მლნ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები