LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანომ შვეიცარიას სამი გაუტანა. 53-ე ჰეთ-თრიქი კარიერაში (ვიდეო)

79
rue310f102993

პორტუგალიამ ერთა ლიგის ნახევარფინალში შვეიცარიას 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. სამივე გოლი რონალდომ გაიტანა. ერთი ჯარიმიდან.

კრიშტიანომ საჯარიმოდან 2018/19 წლების სეზონში პირველად შეაგდო. ბოლოს ჯარიმა რუსულ მუნდიალზე გაუტანა ესპანელ დე ხეას.

ეს მე-7 ჰეთ-თრიქია ნაკრებში. პირველი 2013 წლის სექტემბერში იყო, ჩრდ ირლანდიასთან. პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში სულ 23 ჰეთ-თრიქი დაითვალეს. გამოდის, რომ რონალდოზე 30% მოდის.

 

მესამე გოლი შვეიცარიასთან ასეთი გამოვიდა:

რონალდომ ნაკრების ყველაზე შედეგიან ფეხბურთელებში ლიდერობა გაიმყარა – უკვე 88 გოლი. მეორე პაულეტაა 47 ბურთით. კრიტიანოს შანსი აქვს ეროვნულ ნაკრებებში საუკეთესო ბომბარდირს დაეწიოს. ირანელ ალი დაეის 109 გოლი აქვს გატანილი (მესი – 65 გოლი).

კრიშტიანო მარტო გოლებით არ არის ლიდერი, მან ნაკრებში უკვე 157 მატჩი ჩაატარა. მეორეადგილოსან ლუიშ ფიგუს 127 თამაში აქვს.

რონალდო ალბათ ყველაზე ასაკოვანი მეგოლეც გახდება. ოღონდ ჯერ დროა. რიკარდო კარვალიომ 36 წლის და 10 თვის ასაკში გაიტანა. კრიში ახლა 34 წლის და 4 თვისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები