ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო მადრიდს ეწვია, სადაც გამოცემა„მარკას“ მიერ დაწესებული პრიზით, „ლეგენდით“ დააჯილდოვეს.

ამ პრიზს ცნობილი ესპანური გამოცემა 1997 წლიდან მხოლოდ ყველაზე გამორჩეულ სპორტსმენებს გადასცემს.სხვადასხვა დროს “ლეგენდა” ისეთ სპორტსმენებს აქვთ მიღებული,როგორებიც ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, მაიკლ ჯორდანი,მაიკლ ფელპსი და  მიხაელ შუმახერი არიან.

დაჯილდოების ცერემონიას რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში და „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც ესწრებოდნენ.

სამადლობელი სიტყვისას რონალდოს მადრიდის და სამეფო კლუბის მიმართ დადებითი ემოციები არ დაუმალავს და იმედი გამოთქვა,რომ ესპანეთის დედაქალაქს მალე დაუბრუნდება.

„ეს პრიზი ჩემს მუზეუმში საპატიო ადგილს დაიკავებს . მადრიდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ქალაქია.ეს პრიზი ძირითადად, „რეალში“ გადასვლის წყალობით მოვიპოვე და ჩემთვის დიდი პატივია მისი მიღება.იმედი მაქვს,მადრიდში მალე დავბრუნდები“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ტეგები: რონალდო
კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები