დედამიწის პოზიტიურ ენერგოველში გადასვლა დადებითად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. საგრძნობლად გაუმჯობესდება განწყობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, სიცოცხლის და შრომისუნარიანობა.
ვერძი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ძველი კონფლიქტების და უსიამოვნებების მოგვარებას, მთავარია გამოიჩინოთ მეტი თავშეკავება და დაუთმოთ პარტნიორებს, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობაში, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და პირადი ცხოვრების მოწესრიგებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს.
კურო – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე საგრძნობლად შემცირდება სასიცოცხლო ტონუსი, მაგრამ მაინც შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას, მთავარია მოთმინება და მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას. არ ღირს ზედმეტად გაჯიუტება და საკუთარი აზრის სხვებისთვის თავსმოხვევა, პატივი ეცით სხვათა სურვილებს და მოთხოვნებს. კარგი პერიოდია ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და პროექტების მოსამზადებლად, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოსავლის ახალი წყაროს მოსაძიებლად.
ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მთავარია არ დაივიწყოთ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება და არ სცადოთ მნიშვნელოვანი საკითხების ზერელედ გადახედვა. კარგი პერიოდია მეგობრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული გაგიმართლოთ და მოიგოთ ლატარიაში.
კირჩხიბი – მართალია, ენერგოტონუსი საგრძნობლად დასუსტდება, მაგრამ ოპტიმიზმისა და პოზიტიური განწყობის წყალობით მაინც შეძლებთ რთული საკითხების მარტივად მოგვარებას. არ ღირს, მსხვილი შენაძენის გაკეთება და საეჭვო წამოწყებაში ფულის დაბანდება. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაწესრიგებლად, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად, კოლეგებთან საერთო ენის მოძიებისა და ძველი კონფლიქტების გადასაჭრელად, რაც თქვენს განწყობაზეც დადებითად აისახება და საერთო საქმესაც წაადგება.
ლომი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოიძიოთ ძველი პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზა, რაც უმძიმესი ტვირთისგან გაგათავისუფლებთ და საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ განწყობას. კარგი პერიოდია ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და განხორციელებისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, მთავარია ზედმეტად არ გაგიტაცოთ საკუთარი „დიდებულების“ დემონსტრირებამ და არ გამოგეპაროთ ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაზეც თქვენი ფინანსური კეთილდღეობა იქნება დამოკიდებული.
ქალწული – მართალია, წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა ბევრად იმედიანი და შედეგიანი იქნება, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში დაიბრუნოთ ვალი ან მიიღოთ დივიდენდები ძველი პროექტებიდან, რაც საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ განწყობას და საუკეთესო მოტივაციად იქცევა ახალი იდეებისა და პროექტების განსახორციელებლად.
სასწორი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად მშვიდი და სტაბილური კვირაა, მით უფრო, რომ მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, საგრძნობლად გაუმჯობესდება ურთიერთობა გარშემომყოფებთან, რომელთაც მიკერძოებული აზრი ჰქონდათ და გეჩვენებოდათ, რომ უსამართლოდ გექცეოდნენ. კარგი კვირაა ძველი შეცდომების გამოსწორებისა და ძველი პროექტების ახლებურად განვითარებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. იზრუნეთ საკუთარ რეპუტაციაზე, რადგან სწორედ ახლა გაქვთ ავტორიტეტის მოპოვების, კოლეგებისა და ხელმძღვანელების პატივისცემის დამსახურების საუკეთესო შანსი.
მორიელი – აქტიური და საკმაოდ შედეგიანი კვირაა. შეძლებთ ძველი პრობლემების დაძლევას და ახალი პროექტების დაწყებას. არაა გამორიცხული მოულოდნელმა სიახლეებმა რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება. კარგი კვირაა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოსავლის ახალი წყაროს მოსაძიებლად, მთავარია არ იზარმაცოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან ბევრად რთული იქნება შემდეგი კვირა.
მშვილდოსანი – მართალია, მოგიწევთ გარკვეული სირთულეების დაძლევა, მაგრამ საერთო ჯამში კვირა მშვიდი და სტაბილური იქნება. შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას და ძველი უსიამოვნებების მოგვარებას. კარგი პერიოდია პირად და საქმიან ცხოვრებაში ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად, ახალი პროექტების დაწყებისა და ბევრად პერსპექტიული სამსახურის მოსაძიებლად, არაა გამორიცხული შეიცვალოთ საცხოვრებელი და გადახვიდეთ ახალ ბინაში, მთავარია არ დაიზაროთ, იმოქმედოთ აქტიურად და ჩვეული ოპტიმიზმით.
თხის რქა – წინა კვირისგან განსხვავებით ბევრად მშვიდი კვირაა, მთავარია გამოიჩინოთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, არ ღირს ჩვეული სიჯიუტის, სიხისტის და ამბიციების გამოვლენა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პროფესიულ განვითარებას და იდეების განხორციელებას. გააქტიურდით, თუმცა მოერიდეთ ზედმეტად გადაღლას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება.
მერწყული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ განწყობაც. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შემართება და შრომისუნარიანობა. შეძლებთ ჩვეული კომუნიკაბელურობის გამოვლენას, გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას და ძველი კონფლიქტების მოგვარებას. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, უცხოეთში კაპიტალის დაბანდებისა და სასწავლებლად გასამგზავრებლად. მთავარია, არ დაიზაროთ და გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შესაძლებლობა.
თევზები – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ძველი საქმეების დასრულებას, მთავარია მოუსმინოთ გამოცდილ ადამიანებს და გაითვალისწინოთ მათი რჩევა, რადგან ასე უფრო მარტივად შეძლებთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში გარკვევას. მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს შეფერხებას და პრობლემების შექმნას.
გეომაგნიტური დღეები – 26, 28, 29 სექტემბერი და პირველი ოქტომბერი.