ტუნინგ ატელიე Quintin Brothers Auto and Performance-მა საერთაშორისო ავტოსალონის SEMA–თვის უნიკალური Dodge Challenger ააგო, თუმცა მისი ნახვა ვერავინ მოასწრო, ყველას ქურდებმა დაასწრეს.

ვერმონტის შტატში მოღვაწე ატელიეს სურდა, რომ ავტოსალონზე ღირსეულად გამოსულიყო. სპორტქართან დაკავშირებული დეტალები ბოლო წამამდე გასაიდუმლოებული იყო. მასლქარი ლას–ვეგასში სატვირთო ავტომობილით ჩაიტანეს. ქურდებმა კი სპორტქარი თავისი სატვირთოიანად მოიპარეს.

მომხდარმა ტუნერები ძალიან გააბრაზა, მათ საქმეში პოლიცია და ადგილობრივი მედიასაშუალებებიც ჩართეს, რათა გატაცებული ავტომობილის მოძებნაში მოსახლეობაც დახმარებოდათ.

და ამ მიდგომამ გაამართლა! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პოლიციაში უამრავი ზარი შევიდა და ავტომობილი იპოვეს. გამტაცებელს დანებება არ სურდა და სამართალდამცავთაგან მიმალვა სცადა. დევნაში პოლიციის 14 ეკიპაჟი მონაწილეობდა, თუმცა ქურდი მიიმალა. მოპარული Dodge კი მოგვიანებით მიგდებული და საკმაოდ დაზიანებული იპოვეს.

 

ტეგები: Dodge Challenger

მსგავსი თემები