LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიკემიით დაავადებული 8 წლის ბიჭი ბორუსიასთან ათამაშეს (ვიდეო)

95
2640686-54636190-2560-1440

სისხლის კიბოთი დაავადებული 8 წლის ბიჭი „სიეტლის“ კარში ჩადგა „ბორუსიას“ წინააღმდეგ.

ამერიკულმა კლუბმა დორტმუნდელების წინააღმდეგ ამხანაგური თამაში უჩვეულო შემადგენლობით დაიწყო – კარში 8 წლის ბიჭი ჩააყენეს.

ბიმ გოიალი ლეიკემიით არის დაავადებული, მაგრამ ებრძვის ამ საშინელ სენს და თან „სიეტლის“ სისტემაში ვარჯიშობს. „ბორუსიასთან“ მატჩისას მან ერთხელ ბურთი შეიყვანა და შემდეგ შეცვალეს მაყურებლის ოვაციის თანხლებით.

„სიეტლმა“ 1:3 წააგო გერმანულ გუნდთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები