კომპანია Lexus-მა კუპე LC 500-ის ახალი ინტერპრეტაცია წარმოადგინა. ორკარიანმა მოდელმა ძარის ექსკლუზიური ფერი, ორ ფერში შესრულებული სალონი და ტყავის ელემენტებით გაფორმებული ინტერიერი მიიღო. სიახლეს შეზღუდული ტირაჟით – მხოლოდ 100 ეგზემპლარს გამოუშვებენ.

როგორც წესი, მსგავსი მოდელები საკოლეციოდ იქმნება, უნიკალური დიზაინი თუ პერსონალიზირებული ექსტერიერი სწორედ ამ ფაქტით აიხსნება.

Lexus LC 500-ის ტექნიკური მახასიათებლებიც ჩვეულებრივი კუპესგან განსხვავებულია. კაპოტქვეშ მოდელს 5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული ძრავი V8 აქვს და ავტომობილს 477 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 10 დიაპაზონიან ავტომატიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

და ბოლოს, პირველი „ასეულის“ განვითარება კუპეს 4,7 წამში შეუძლია.

 

ტეგები: Lexus Lexus LC 500

მსგავსი თემები