„ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატი 97 ქულით დაასრულა. ეს მესამე საუკეთესო შედეგია ისტორიაში, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი სულ ორჯერ ვერ იქნებოდა: გასულ სეზონში და ახლა.

მეტიც, პირველი შემთხვევაა, როდესაც პრემიერლიგაში გუნდმა 90-ზე მეტი ქულა აიღო და ჩემპიონი მაინც ვერ გახდა.

 

100 სიტი 2017/18
98 სიტი 2018/19
97 ლივერპული 2018/19
95 ჩელსი 2004/05
93 ჩელსი 2016/17
92 მანჩესტერი 1993/94
91 მანჩესტერი 1999/00
91 ჩელსი 2005/06
90 არსენალი 2003/04
90 მანჩესტერი 2008/09

 

„ლივერპულმა“ მარტო ერთი თამაში წააგო სეზონში – მომავალ ჩემპიონ „სიტისთან“ სტუმრად (1:2).

„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონი 1990 წლის შემდეგ არ გამხდარა.

ახლა „წითლებს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელით და იქ აქვთ შანსი გუნება გამოიკეთონ.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები