LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლივერპული” ვეღარ იგებს, “მანჩესტერი” კარგებს ვერ უგებს – პრემიერლიგური ფაქტები

69
rue7fef6146d3

ინგლისში მთავარი მატჩი შედგა – “ლივერპულმა” “ლიდერი “მანჩესტერი” მიიღო. თამაში ცუდი არ იყო, მაგრამ მთავარი დააკლდა, გოლები არ გავიდა.

 

“ლივერპული” ვერ იგებს ზედიზედ 4 მატჩია – უარესი სერია ბოლო 4 წელიწადში.

“ლივერპული” ვერ იტანს ზედიზედ 3 თამაშია – უარესი სერია 16 წლის განმავლობაში.

“ლივერპულს” ყველაზე ცუდი სტარტი აქვს კლოპის ხელში – 34 ქულა 18 მატჩში.

კლოპმა მე-200 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში. “ლივერპულმა” მის ხელში 127 თამაში მოიგო.

“მანჩესტერს” არცერთი გამარჯვება არ მოუპოვებია 5 მატჩია “დიდი ექვსეულის” გუნდებთან 2020/21 სეზონში.

“მანჩესტერი” 5 წელია “ლივერპულს” სტუმრად ვერ უგებს.

ბრუნო ფერნანდეშა 1 გოლი გაიტანა პენალტით და არცერთი საგოლე პასი არ გაუკეთებია “დიდი ექვსეულის” გუნდებთან.

 

“სიტი” პირველი კლუბია, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩი მოიგო 2020/21-ის პრემიერლიგაში.

“სიტიმ” 10 მატჩიდან 9 მოიგო და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, როდესაც დაცვაში სტოუნზი-დიაშის წყვილი იდგა.

სტოუნზმა პირველად გაიტანა “სიტის” შემადგენლობაში პრემიერლიგურ შეხვედრაში.

გიუნდოგანმა ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ამდენივე ჰქონდა წინა 55 შეხვედრაში.

კევინ დე ბრიუინმა მე-100 ასისტი გააკეთა “სიტის” რიგებში. ის კლუბში 2015-ის აგვისტოდანაა.

პეპ გვარდიოლა 200 მლნ ფუნტს მიიღებს საზაფხულო ტრანსფერებისთვის. „სიტის“ მიზანი ფორვარდი და საყრდენია.

 

„ლიდსმა“ წლის პირველი 3 მატჩი პირველად წააგო ბოლო 7 წელიწადში.

„ჩელსი“ და „ლესტერი“ პრემიერლიგის ლიდერები არიან ბოლო 15 წუთში გატანილი გოლებით – 11 გოლი.

“ჩელსის” ფორვარდ ტიმო ვერნერს ნოემბრის შემდეგ არ გაუტანია.

„ჩელსიმ“ ბოლო 2 თვეში პირველად მოიგო გასვლაზე ჩემპიონატის მატჩი. გუნდს ზედიზედ 3 წაგება ჰქონდა.

კასპერ შმეიხელმა მე-400 მატჩი ჩაატარა „ლესტერის“ რიგებში. დანიელი მეკარე მე-10 წელია გუნდშია.

“ტოტენჰემმა” 2021 წელს ჩატარებული 5 მატჩიდან 4 მოიგო.

სემ ელერდაისმა “ვესტ ბრომვიჩს” პირველად მოაგებინა.

“ვულვერჰემპტონი” ბოლო 6 მატჩში მე-4-ედ დამარცხდა.

 

FA ყურადღებას მიაქცევს ანტიკოვიდური პროტოკოლის დაცვას. ფეხურთელებს გოლის შემდეგ ხვევნა-კოცნას უკრძალავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები