LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლივერპულის“ ავტობუსი გვირაბში გაიჭედა: კარიუსმა მე ვერ მოვალო.. (ვიდეო)

125
2601472-53928150-2560-1440

„ლივერპულის“ ავტობუსს თავგადასავლები გადახდა მადრიდში, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის „ტოტენჰემთან“.

მანქანა სტადიონის გვირაბში გაიჭედა და იქ დაახლოებით ერთი საათი დაეყუდა. ისიც საქმეა, რომ ფეხბურთელები ავტობუსში უკვე აღარ იყვნენ.

„ლივერპული“ ზედიზედ მეორედაა ლიგის ფინალში გასული, თამაში კი მოგეხსენებათ „ვანდა მეტროპოლიტანოზეა“.

ამასობაში „ლივერპულმა“ თავის ყოფილ მეკარეს ლორის კარიუსს ფინალზე დასწრება შეთავაზა (მეკარე იჯარის წესით „ბეშიქთაშში“ გამოდის). „დეილი მეილი“ წერს, რომ გუნდი მზად იყო იჯარით გაშვებული ყველა ფეხბურთელისთვის ბილეთები მიეცა. 25 წლის კარიუსმა კი თავი შორს დაიჭირა, მიიჩნია რა, რომ მისი იქ ყოფნა ყურადღებას მიიპყრობდა. კლუბიც დაეთანხმა.

შეგახსენებთ, წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარიუსმა ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა და „ლივერპულმა“ 1:3 წააგო „რეალთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები