LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპულს კარგი გასახდელი ერგო, ტოტენჰემს ბანძი (ვიდეო)

119
ruea85d5148e0

შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მადრიდში ორი ინგლისური გუნდი დაეჯახება.

„ლივერპულს“ „ატლეტიკოს“ გასახდელი მისცეს, „ტოტენჰემს“ რაღაც ჩამოსაჯდომი საზურგეს გარეშე.

„ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნომინალური მასპინძელია, მაგრამ ამისგან ხეირი არ არის – ლონდონელები „ვანდაზე“ სტუმრის გასახდელს მიიღებენ, „ლივერპული“ კი მასპინძლისას.

არადა განსხვავება მართლაც არის.

სტუმრის გასახდელი რომ უფრო მოკრძალებულია ეს ნორმაა, მაგრამ „ატლეტიკოს“ არენაზე ეს განსხვავება თვალშისაცემია.

სტადიონის დირექტორის ხსნის, რომ ყველაფერი უსაფრთხოების ამბავია. „ტოტენჰემმა“ ის გასახდელი მიიღო, რომელიც „მამლების“ ფანების ტრიბუნასთანაა ახლოს.

ტრიბუნების განაწილების გადაწყვეტილება კი ერთობლივად მიიღეს პოლიციასა და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად.

მოკლედ, „ლივერპულის“ მოთამაშეებს ექნებათ რბილი სავარძლები საზურგით და სასიამოვნო დარეგულირებელი განათება.

„ტოტენჰემელებო“ ნუ მოიწყენთ, მასაჟის მაგიდა თქვენთანაცაა და კიდევ სასმელების მაგიდაც. მერე რა, რომ ნაკლები ადგილია და განათებაც ისეთი ვერ არის.

აი ტიტულის აღნიშვნა კი ნებისმიერ ადგილზე სასიამოვნოა.

მაინც შეგახსენებთ, რომ „ვანდა მეტროპოლიტანო“ 2017 წელს გაიხსნა. ის 68 ათასს მაყურებელს იტევს. თუმცა ამ ფინალისთვის პრესის ლოჟა გააფართოვეს და ადგილები 63 ათასამდე შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები