საქართველოს ნაკრების პირველი მეკარის უკლუბობას შეიძლება ბოლო მოეღოს – გიორგი ლორიას ყაზახეთში იწვევენ. ლორიათი კოსტანაის „ტობოლი“ დაინტერესებულა. ამაზე ყაზახური სპორტული მედია წერს.

მოგეხსენებათ, “ტობოლში” საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოდის – ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, რომლებმაც კლუბთან კონტრაქტები გააგრძელეს. ახლა კი მათ შეიძლება 32 წლის ლორიაც შეუერთდეს და პატარა ქართული გუნდიც მივიღოთ.

ქართველი მეკარე ბოლოს რუსეთში, სამარის „კრილია სოვეტოვში“ გამოდიოდა, მისი სატრანსფერო უფლებები კი „ანჟის“ ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ჩვენს მეკარეს კონტრაქტი სექტემბერში გაუწყვიტეს და ასე დარჩა საკმაო ხანი უთამაშებელი.

ლორიას ახალი კლუბის საკითხი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ახალი გუნდი “ტობოლი” არ იყოს და რომელიმე სხვა გუნდიც გამოჩნდეს.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები