LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუხუმისა და ლევანის ოქროები: თბილისის გრან პრიზე 10 მედალი ავიღეთ

118
epa07476762 Levani Matiashvili of Georgia (blue)  in action against  Aliaksandr Vakhaviak of Belarus (white) during the men's+100kg category final bout at the Tbilisi Judo Grand Prix 2019 in Tbilisi, Georgia, 31 March 2019.  EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

თბილისის გრან პრი დასრულებულია. ქართველმა ძიუდოისტებმა საერთო ჯამში  2 ოქრო, 2ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ასპარეზობისს ბოლო დღეს, 100+ კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან დაძაბულ ბრძოლაში, სუფთა გამარჯვებით ბელარუს ვახავიაკს სძლია.

ამავე წონაში ონისე ბუღაძე (100+) და გელა ზაალიშვილი (100+) მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბრინჯაოს მედალი ბუღაძემ მოიპოვა.

 

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. იგი ფინალში დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში ფელიპე სილვა მორალესთან დამარცხდა.

ამავე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, მან გამოცდილი სერბი სპორტსმენი ნემანია მაჯდოვი დაამარცხა.

 

ვალერი იაშვილმა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მონღოლი ოდბაიარ განბაატარი დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ-ში დამატებით დროში აჯობა ფრანგ ალმა ომარ ჯალოს.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 20 წლის გიორგი თუთაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის ისრაელის წარმომადგენელ ტაი ფლიკერს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. მან ულამაზესი გდებით, სუფთა გამარჯვებით აზერბაიჯანელი ისმაელ იბრაჰიმოვი დაამარცხა.

პირველ დღეს, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ფრანგი ვალიდ ხიარი დაამარცხა. ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრი მესამედ მოიგო.

ჯაბა პაპინაშვილმა კი ბრინჯაოს მედალისთვის ბრძოლაში უკრაინელ არტიომ ლესუკს აჯობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები