LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელსაც ნუდიზმის გამო ასამართლებდნენ, სასამართლოში სრულიად შიშველი მივიდა

104
Capture1

ესპანეთში, ვალენსიაში, სრულიად შიშველი მამაკაცი სასამართლოში შესვლას ცდილობდა, რათა პროცესს დასწრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily mail ავრცელებს.

პოლიციელებმა 29 წლის ალექსანდრო კოლომარა სასამართლოს შენობის წინ დააკავეს. მამაკაცს მხოლოდ წინდები და ფეხსაცმელი ეცვა, ხელში კი ზურგჩანთა ეკავა. ჩაცმის მოთხოვნას კაცი თავიდან უძალიანდებოდა, თუმცა შემდეგ მაინც მოუწია ტანსაცმლის ამოღება და ჩაცმა. შიგნით ის მხოლოდ ამის შემდეგ შეუშვეს.

კოლომარა ამერიკულ IT კომპანიაში მუშაობს და თავს ნამდვილ ნუდისტად მიიჩნევს. მისი თქმით, შიშველი სიარული ბავშვობიდან შეიყვარა და თავს ყველაზე კომფორტულად ნუდისტურ სანაპიროებზე გრძნობს. მამაკაცი საზოგადოებრივ ადგილებში ტანსაცმლის გარეშე გამოჩენის გამო არაერთხელ დაუჯარიმებიათ. სასამართლოშიც ის ერთ-ერთი ასეთი საქმის განხილვისთვის მიდიოდა. პაბლოს საკმაოდ სოლიდური ჯარიმა – 3000 ევრო დააკისრეს, თუმცა მისმა ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და თავისი კლიენტის ქცევაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები