LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს ისე უნდოდა ცოლთან შერიგება, რომ გატაცების ინსცენირება მოაწყო

50
Capture

49 წლის ამერიკელმა სამართალდამცავი ორგანოები მოატყუა. ის ირწმუნებოდა, რომ სამმა უცნობმა გაიტაცა და იმედი ჰქონდა, რომ ეს ისტორია ცოლთან შერიგებაში დაეხმარებოდა. თუმცა, მისმა გეგმამ ვერ გაამართლა და ყველაფერი პატიმრობით დასრულდა. უჩვეულო ისტორიას New York Post ავრცელებს.

ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ლუის უმანზორი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ დილით ადრე პარკინგზე მას სამი მამაკაცი დახვდა, თავზე ტომარა ჩამოაცვა და რამდენიმე საათით მისთვის უცხო ადგილას წაიყვანა. შემდეგ კი გატაცებული საავადმყოფოს სიახლოვეს დატოვეს.

გამოძიება დაიწყო და ფაქტების გადამოწმების შემდეგ უმანზორმა აღიარა, რომ გატაცების ისტორია მისი მოგონილი იყო. კაცს მეუღლესთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მასთან შერიგება ასეთი ორიგინალური მეთოდით სცადა.

პოლიციელებმა ამერიკელის კრეატივი ვერ დააფასეს და ყალბი ჩვენების მიცემისთვის მის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. ამჟამად მამაკაცი გირაოთია გამოშვებული და მოგვიანებით სასამართლოს წინაშე წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები