LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერი ცუდია, მაგრამ კლოპის ლივერპული მაინც ვერ უგებს – ამბები მოკლედ

81
d8442-15715959404310-800

კლოპს ერთხელაც არ მოუგია „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულში“ დანიშვნის შემდეგ.

სულშერი ერთადერთი მწვრთნელია, რომელთანაც კლოპს ერთზე მეტჯერ უთამაშია პრემიერლიგაში და არ დაუმარცხებია.

როი კინი „მანჩესტერის“ ფეხბურთელებზე: „ისინი მეჯავრებიან. გადიან „ლივერპულთან“ საომრად, მაგრამ მათ ეხვევიან და კოცნიან“.

კლოპი 17 მატჩიანი მოგებათა სერიის დასრულებაზე: „ეს ბიჭები ისედაც არის ისტორიაში“.

ინგლისელებმა „მანჩესტერისა“ და „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველად გაიტანეს ბოლო 18 წელიწადში.

„მანჩესტერმა“ და „ასტონ ვილამ“ დაკარგეს ყველაზე მეტი ქულა (8) პრემიერლიგაში, როდესაც მატჩის მსვლელობისას იგებდნენ.

„მილანის“ ბოლო სამ მწვრთნელს არ მოუგიათ სადებიუტო შეხვედრაში.

„მილანს“ სერია ა-ში ბოლო 7 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს, 8 მატჩში 10 ქულა მოაგროვა.

რაჯა ნაინგოლანმა ძალიან მაგარი გოლი გაიტანა „კალიარის“ შემადგენლობაში და ეს ბურთი ცოლს მიუძღვნა. ქალი კიბოს ებრძვის.

2021 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩინეთში ჩატარდება.

ფლორენტინო პერესი კონტაქტზეა მოურინიოსთან პორტუგალიელის „რეალში“ დაბრუნებასთან დაკავშირებით – El Chiringuito.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები