LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერი და ბაიერნი ლეგენდარულ ფინალს გაიმეორებენ

download

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის რიმეიქს გაითამაშებენ. ფერგიუსონი კი მწვრთნელის სკამზე დაჯდება.

„იუნაიტედმა“ გადაწყვიტა ხმამაღლა აღნიშნოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნზე“ 20 წლის წინანდელი ლეგენდარული გამარჯვება. The Sun-ის ინფორმაციით, 26 მაისს (ზუსტად 20 წელი იმ ფინალიდან), „ოლდ ტრაფორდის“ მოედანზე გავა „მანჩესტერისა“ და „ბაიერნის“ 22 ფეხბურთელი, რომლებმაც პირველივე წუთიდან ითამაშეს 1999-ში „კამპ ნოუზე“.

კიდევ უფრო მაგარი, რომ ალექს ფერგიუსონი გახდება მწვრთნელი. ის დათანხმდა, თუ ჯანმრთელობამ არ დააღალატა. ჩავა თუ არა ინგლისში ოტმარ ჰიტცფელდი, რომელიც მაშინ მიუნხენელებს ავარჯიშებდა, ჯერ უცნობია.

ყველა 22 ფეხბურთელმა, რომლებმაც 20 წლის წინ ძირითადში ითამაშეს, თანხმობა განაცხადა მონაწილეობაზე. აი ის შემადგენლობები:

„მანჩესტერი“: შმეიხელი, გარი ნევილი, სტამი, იონსენი, ირვინი, გიგზი, ბექჰემი, ბატი, ბლუმკვისტი, იორკი, კოული.

სათადარიგოები: ვან დერ გაუ, მეი, ფილ ნევილი, ბრაუნი, გრინინგი, შერინგემი, სულშერი.

„ბაიერნი“: კანი, მათეუსი, ბაბელი, ლინკე, კუფური, ტარნატი, იერემისი, ეფენბერგი, ბასლერი, იანკერი, ციკლერი.

სათადარიგოები: დრეერი, ჰელმერი, შოლი, შტრუნცი, ფინკი, სალიჰამიჯიჩი, დაეი.

ბარსელონას ის ფინალი „ბაიერნის“ ლოგიკურ გამარჯვებამდე მიდიოდა, გოლი ბასლერმა შეაგდო ჯარიმიდან. მაგრამ პიერლუიჯი კოლინამ რამდენიმე წუთი დაამატა და რაღაც არანორმალური მოხდა: პირველ დამატებულ წუთზე ტედი შერინგემმა გაათანაბრა, მესამეზე კი სულშერმა ინგლისელებს გამარჯვება მოუტანა. ორივე შეცვლაზე შევიდა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=TxDgwmtrB-I

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები