LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერში წმენდა იწყება, ლივერპული სულ იგებს – ამბები მოკლედ

94
82831620-10158744548927573-6052848035308765184-o

„ინტერმა“ კრისტიან ერიქსენის ტრანსფერი შეათანხმა 20 მლნ ევროდ.
თურმე „ბარსელონას“ იანვარში გაუგზავნია ერიქსენზე მოთხოვნა.

„სოსიედადი“ მზადაა იანუზაი იჯარით მისცეს „რომას“ გამოსყიდვის უფლების გარეშე.

„ვალენსია“ და „მილანი“ სებალიოსით არიან დაინტერესებული.

ედენ აზარმა ბურთით ვარჯიში დაიწყო. ის 2 თვეა არ თამაშობს.

„ლივერპული“ არ აგებს ჩემპიონატში 40 თამაშია. „არსენალის“ რეკორდამდე 9 მატჩი რჩება.

„ლივერპულმა“ მოიგო ზედიზედ მე-14 მატჩი პრემიერლიგაში.

ფირმინომ „ლივერპულში“ ბოლო 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ამდენივე ქონდა წინა 32 შეხვედრაში.

მინამინო პირველი იაპონელია, რომელმაც „ლივერპულის“ მაისურით ითამაშა პრემიერლიგაში.

ტრენ ალეკსანდერ-არნოლდს 22 ასისტი აქვს ბოლო 2 სეზონში და 10 სტანდარტებიდან. ის საუკეთესოა პრემიერლიგაში ორივე მაჩვენებლით.

„მანჩესტერი“ არ აპირებს სულშერის გაგდებას.

ოლე გუნარ სულშერი: „მანჩესტერმა დაიწყო შემადგენლობის წმენდა“.

„მანჩესტერი“ არ არის მზად კავანის კვირაში 360 ათასი ფუნტი გადაუხადოს, ხოლო პსჟ-ს 20 მილიონი ტრანსფერისთვის.

„მანჩესტერი“ არ იყიდის ბრუნუ ფერნანდეშს. გლეიზერი „სპორტინგისთვის“ 80 მილიონის გადამხდელი არ არის.

ობამეიანგი მზადაა „ბარსელონაში“ გადავიდეს და მოიწონა „არსენალთან მოლაპარაკებები.

The Times: „ჩელსი“ ეძებს ახალ მეკარეს კეპას სანაცვლოდ. 2018-ში ის 80 მლნ ევროდ იყიდეს.

ლუკას პოდოლსკი „ანთალიასფორში“ გადავიდა.

„ბაიერნს“ სურს „ლაიპციგის“ მცველი უპამეკანო იყიდოს. ფეხბურთელს 30-40 მლნ ევროდ აფასებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები