LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა საოპერაციოა, ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან და გუნდები ტრანსფერებს ამზადებენ – ამბები მოკლედ (ვიდეო)

76
D8-bKYyXUAAmYs5

„იუვენტუსმა“ და „ჩელსიმ“ მოილაპარაკეს მაურისიო სარის გადასვლაზე 5 მლნ ფუნტზე მეტად. ლონდონელებს კი ლემპარდი ჩაიბარებს.

Sport.es: პსჟ მზადაა დე ლიგტს წლიურად 12 მლნ ევრო გადაუხადოს, „იუვენტუსი“ 10 მლნ-ს იხდის, ხოლო „ბარსელონა“ – 6 მილიონს.

„ბარსას“ სათადარიგო გოლკიპერი სილესენი შესაძლოა „ევერტონში“ ან „ვესტ ჰემში“ გადავიდეს.

„რეალმა“ „ლიონიდან“ მცველი მენდი იყიდა 48 მლნ ევროდ, რასაც შესაძლოა 5 მლნ-ს ბონუსებიც დაემატოს.

ინტერნეტში გამოჩნდა „მან სიტის“ მომდევნო სეზონის საგარეო ფორმა.

 

უკრაინაში შემოიღეს ევროპის ლიგაზე მოსახვედრი პლეი-ოფები, როგორც ეს ჰოლანდიასა და ბელგიაშია.

დიეგო მარადონამ „დორადოსის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა. ლეგენდას ოპერაცია ელოდება მხარზე და მუხლზე.

„ტოტენჰემი“ მოლაპარაკებებს მართავს „ლიონის“ ნახევარმცველის ნდომბელეს წასაყვანად.

პსჟ-მ ედინსონ კავანის შეთავაზა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ.

„ატლეტიკომ“ 55 მლნ ევრო შეთავაზა „ბეტისს“ ლო სელსოს სანაცვლოდ.

„ფიორენტინა“, რომელმაც სერია ა-ში მე-16 ადგილი დაიკავა, „რომას“ ნაცვლად ითამაშებს International Champions Cup-ზე.

„ბაიერნი“ ბელგიელი კარასკოსთვის ბრძოლაში ჩაერთო.

„მანჩესტერსა“ და „სიტის“ სურთ მაგუაირი გადაიბირონ, „ლესტერი“ 80 მლნ ფუნტს ითხოვს.

ზიდანისა და ისკოს სახლები გაძარცვეს.

 

ექტორ ბელერინიმ („არსენალი“) რძის ფერმაზე ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის ვიდეო გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები